ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Tuesday, March 15, 2011

“Eldrine”-ის სიმღერის ახალი ვერსია



ჯგუფმა „Eldrine” სიმღერის One more day ახალი ვერსია ჩაწერა.

“Eldrine”-მა სიმღერის ვერსია ჯგუფის ახალ სოლისტთან სოფო ტოროშელიძესთან ერთად ჩაწერა.

ამჟამად ჯგუფი კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებაც დასრულებულია და უახლოეს დღეებში საიტზე დაიდება, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იტრიალებს.

კლიპის გადაღებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორებმა თემო კვირკველიამ და თორნიკე კაციტაძემ იმუშავეს.

ევროვიზიის რადიოპარტნიორები არიან: საზოგადოებრივი რადიო-რადიო1- FM 102,4 და რადიო ფორტუნა-FM 106,9

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით გამომსვლელ ჯგუფში "Eldrine" ცვლილება განხორციელდა. ჯგუფის სოლისტი თაკო ვადაჭკორია სოფო ტოროშელიძემ შეცვალა.

სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ვადაჭკორიამ საპროდიუსერო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

ჯგუფი „Eldrine” – 10 მაისს ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 56-ე ევროფესტივალს გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

No comments:

Post a Comment