სოფო ტოროშელიძემ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა - ,,One more day” ბაქოში, Face Club-ში შეასრულა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა .
ჯგუფმა „Eldrine” სიმღერის ,,One more day“ ახალი ვერსია სოლისტთან სოფო ტოროშელიძესთან ერთად ჩაწერა .
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით გამომსვლელ ჯგუფში "Eldrine" ცვლილება განხორციელდა. ჯგუფის სოლისტი თაკო ვადაჭკორია სოფო ტოროშელიძემ შეცვალა.
სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ვადაჭკორიამ საპროდიუსერო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.
ჯგუფი „Eldrine” – 10 მაისს ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას.
რიგით 56-ე ევროფესტივალს გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება.
No comments:
Post a Comment