ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Monday, March 7, 2011

სიმღერაზე „One more Day” ვიდეორგოლის გადაღება მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში საკონკურსო სიმღერაზე „One more Day” ვიდეორგოლის გადაღება მიმდინარეობს. კლიპის გადაღებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორები თემო კვირკველია და თორნიკე კაციტაძე მუშაობენ.

ჯგუფის „Eldrine” წევრებთან ერთად, მასობრივ სცენებში პანტომიმის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ.

კლიპში დიზაინერ თეონა ელიზბარაშვილის კოსტიუმებია გამოყენებული. ვიდეორგოლის მონაწილეების იმიჯზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური მიმართულების ჯგუფმა იზრუნა.

2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „Eldrine” წარადგენს, სიმღერით -”One more Day”.

ჯგუფი „Eldrine” – 10 მაისს ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 56-ე ევროფესტივალს გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

No comments:

Post a Comment