ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Wednesday, January 14, 2015

ევროვიზია 2015-ზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს!



საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მერვედ იღებს მონაწილეობას.
წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ყველაზე გამჭვირვალე შიდა შესარჩევი კონკურსი ჩაატარა, სადაც 5 შემსრულებელი მონაწილეობდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამარჯვებულის შერჩევა მოხდა მაყურებელთა ხმის მიცემის საშუალებითა და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ჟიურის ქულების გაერთიანებით.
შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გახდა ნინა სუბლატი, სიმღერით "Warrior".
ნინა მაისში გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს.
ფინალურ შოუზე ჟიურის ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
ნინა სუბლატი - 21 ქულა
მიშა სულუხია - 19 ქულა
ეთერ ბერიაშვილი - 15 ქულა
ჯგუფი "ნიუტონი" - 13 ქულა
ედვარდ მეისონი - 7 ქულა

მაყურებელთა ხმები:
ნინა სუბლატი - 38,1%
ჯგუფი "ნიუტონი" - 31,9%
ეთერ ბერიაშვილი - 14%
მიშა სულუხია - 10%
ედვარდ მეისონი - 5,9%




No comments:

Post a Comment