ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Sunday, March 18, 2012

ანრი ჯოხაძეს ევროფესტივალზე ბექ ვოკალისტობას ცნობილი ქართველი მომღერლები გაუწევენ

ანრი ჯოხაძეს 2012 წლის ევროფესტივალზე ბექ ვოკალისტობას ცნობილი ქართველი მომღერლები გაუწევენ.

2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, მაყურებელი ვერიკო ტურაშვილს, ნინო ძოწენიძეს,ნინი შერმადინს შეაფასებს,ასევე სცენაზე ანრი ჯოხაძის და - მაგდა ჯოხაძეც გამოვა.

ნინო ძოწენიძე
დაიბადა 1980 წლის 24 აპრილს ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა #1 სამუსიკო სკოლა, სპეციალობით ვიოლინო. პარალელურად მღეროდა გოგონათა კვარტეტში „ტეტრაკორდი“, რომელიც არის მრავალი კონკურსის ლაურეატი.
1998 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში კულტუროლოგიის ფაკულტეტზე, პარალეურად მღეროდა გოგონათა კვარტეტში.
8 წელია დაიწყო სოლო კარიერა, ჩაწერილი აქვს ერთი ალბომი. გადაღებული აქვს 10-მდე კლიპი. ჰყავს საკუთარი ბენდი.

მაგდა ჯოხაძე
დაიბადა 1976 წლის 7 ივნისს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნების აკადემიაში ვოკალის სპეციალობით. 2009 წელს თავის ძმა ანრი ჯოხაძესთან ერთად მოლდოვაში მონაწილეობა მიიღო დუეტების საერთაშორისო კონკურსზე GOLDEN WINGS - 3 პრემია. იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ნინი შერმადინი
დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლა, ასევე მე-10 მუსიკალური ათწლედი, საფორტეპიანო განხრით.
სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.
პირველად სცენაზე სამი წლის ასაკში გამოვიდა და ბავშვთა დაცვის დღეს მაყურებელმა პირველად შეაფასა.
„გაზაფხულის ზარები“ პირველი კონკურსი იყო, რომელშიც რვა წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიმსახურა.
იტალიაში “ევრო ფოლკის“ კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა. მონაწილეობდა რეალითი შოუებში: „ნუცას სკოლა“, „ჯეოსტარი“ და „იმედის ტალღა“.
საქართველოს სახელით „იურმალაზე“ ნინი შერმადინმა მეხუთე ადგილი და ჟიურის სიმპათია დაიმსახურა.
2009 წელს საბერძნეთში, პოპულარულ მუსიკალურ კონკურსში ,,X Factor“ მონაწილეობდა, სადაც ის 45 000 კონკურსანტს შორის , ჯერ 16 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, ხოლო შემდეგ მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
2011 წელს მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში.

ვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი ამჟამად მეორე ალბომზე მუშაობს, რომლის გამოშვებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ის პროფესიით მსახიობია. 3 წლის იყო, როცა ოჯახის წევრებმა მისი უნიკალური მუსიკალური მონაცემები შენიშნეს.
2002 წელს საერთაშორისო კონკურსზე „აზიის ხმა“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა.ჩაწერილი აქვს 5 კლიპი.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.

No comments:

Post a Comment