ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Monday, February 28, 2011

ჯგუფის “Eldrine“ სასცენო ვერსიას ფრანგი რეჟისორი პასკალ ჯორდანი დადგამს



ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჯგუფის “Eldrine“ სასცენო ვერსიას ფრანგი რეჟისორი პასკალ ჯორდანი დადგამს.

პასკალ ჯორდანი უკვე ეწვია თბილისს, გაეცნო ჯგუფის წევრებს და მათთან ერთად მუშაობას შეუდგა.

პასკალ ჯორდანი 17 წლის ასაკში წავიდა მშობლების სახლიდან და დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. 10 წლის განმავლობაში მან იმუშავა რამდენიმე ფესტივალისა თუ კონცერტის ხმასა და სცენაზე, ასევე ნამუშევარი აქვს ისეთ მნიშვნელოვან წარმოდგენებზე, როგორიცაა პატრისია კასის პირველი კონცერტი და სხვადასხვა ცნობილი ფრანგი შემსრულებლების კონცერტზე.

პასკალ ჯორდანმა აისრულა მისი ბავშვობის ოცნება და გადავიდა პარიზში საცხოვრებლად, სადაც სახელი გაითქვა სამუსიკო ბიზნესში. იგი გახდა ხმის მენეჯერი და წარმოების მენეჯერი ისეთი ღონისძიებისა, როგორიცაა "la Fête de l'Humanité" და "Francofolies". იგი გახდა მეტად ორიენტირებული მუსიკალური მიქსის კულტურაზე, მას შემდეგ, რაც შეხვდა ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: Deep Forest, Toure Kunda, Dan Ar Braz or Johnny Cleg and Savuka.

ერთთვიანი ტურის შემდეგ მან გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და პოლიფონიური სიმღერების ჩაწერა. 1999 წელს პასკალი შეხვდა საქართველოს ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ”ერისიონის” ხელმძღვანელებს და პროექტის განხორციელებაც დაიწყო. როცა პასკალმა მათ შესთავაზა თანამედროვე შოუს მოწყობა, ”ერისიონი” უყოყმანოდ დათანხმდა. მათი პროექტი ”ლეგენდა თამარზე” , რომელიც მომზადდა და დაიდგა აშშ-ში 2000 წლის სექტემბერში, 80 წარმოდგენით წარდგა ცხრა ქალაქში. ეს იყო ტრიუმფი!

2001 წელს აღნიშნული ორი წარმოდგენა გაიმართა პარიზის სპორტის სასახლეში. შოუს სახელი შეეცვალა, გახდა ”ლეგენდა საქართველოზე” და უფრო მეტად ფრანგ აუდიტორიაზე - მსოფლიო მუსიკაზე ორიენტირებული გახდა. შოუმ პასკალს აღიარება მოუტანა, რაზეც იგი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა.

პასკალის სტუდია დღეს ბევრ დამწყებ ნიჭიერ ახალგაზრდას უწევს პროდიუსერობას. პასკალისთვის ძალზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია დადგას სასცენო ვერსია ჯგუფის „Eldrine“ წარმოდგენისთვის.

No comments:

Post a Comment