ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Monday, February 28, 2011

ცვლილება ჯგუფში „Eldrine“



საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელ ჯგუფში ცვლილებაა.

ჯგუფის "Eldrine" სოლისტს თაკო ვადაჭკორიას სოფო ტოროშელიძე შეცვლის.

სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ „ტიტანი“ მიიღო.

სოფო ტოროშელიძე სწავლობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე.
მონაწილეობდა პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“.

2009 წელს იყო საბავშვო ევროვიზიაზე ჯგუფ „პრინცესების“ ვოკალის პედაგოგი.
2010 წელს ნორვეგიაში ევროვიზიის კონკურსზე იყო სოფო ნიჟარაძის ერთ-ერთი ბექ ვოკალი.

სოფო ტოროშელიძემ უკვე დაიწყო ჯგუფთან ერთად იმ სიმღერაზე მუშაობა, რომლითაც ქართული ჯგუფი ევროვიზიაზე წარდგება.

No comments:

Post a Comment