ზუსტად 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროვიზიის მონაწილე საერთაშორისო ჟიურისთან ერთად შეარჩია.
ევროვიზიის ფან-გვერდებზე და ბლოგებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნინა სუბლატის ნაციონალურ კონკურსში გამარჯვებას. სხვადასხვა ბლოგერები და კონკურსის მმდევრები უმეტესად დადებითად აფასებენ საქართველოს წარმომადგენელს და თითქმის ყველა TOP 5 ფავორიტს შორის ასახელებენ.
ნინას სიმღერას უკვე მოჰყვა მცირე სკანდალი. მისი სიმღერის სახელწოდებაა "Warrior" და ზუსტად იგივე სახელი აქვს მალტას წარმომადგენლის, ამბერის საკონკურსო სიმღერას, რაზეც ნინა სუბლატი განცხადებას ავრცელებს: "სახელს არ ვცვლით მეგობრებო
smile emoticon მაგდაგვარ დათმობებზე არ მივდივართ! ასერომ ვაჩვენოთ, მალტასაც და სხვებსაც, რომ უფრო მეტი შეგვიძლია!".
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ კონკურსანტს ევროვიზიაზე. თქვენ კი შეგიძლიათ შეაფასოთ ჩვენს გამოკითხვაში, რამდენად დიდია შანსი საქართველოს გამარჯვების ევროვიზია 2015-ზე!
:)
No comments:
Post a Comment