ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Thursday, March 3, 2011

ჯგუფში "Eldrine" განხორციელებული ცვლილების შესახებ



2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით გამომსვლელ ჯგუფში "Eldrine" ცვლილება განხორციელდა. ჯგუფის სოლისტი თაკო ვადაჭკორია სოფო ტოროშელიძემ შეცვალა. ცვლილების შემდეგ, სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში გაჩნდა კომენტარები, რამ თითქოს სოლისტი თაკო ვადაჭკორია აიძულეს ჯგუფი დაეტოვებინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებას და აცხადებს, რომ სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ვადაჭკორიამ საპროდიუსერო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა. ვოკალისტის გარეშე დარჩენილი ჯგიფის "Eldrine" პროდიუსერები იძულებულები გახდნენ სხვა კანდიდატურები განეხილათ, საბოლოოდ კი არჩევანი სოფო ტოროშელიძეზე შეაჩერეს.

ჯგუფი „Eldrine” – 10 მაისს ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 56-ე ევროფესტივალს გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

No comments:

Post a Comment