ჩვენი ბანერი

ყურადღება, კონკურსი!

ჩვენი გვერდი აცხადებს კონკურსს!
თუ ხართ ევროვიზიის გულშემატკივარი, გადაირეთ ფოტო, რომელზეც იქნებით თქვენ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს შეტყობინებებში: https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი.
ყველა ფოტო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ფოტო რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება და ყველაზე მეტი ხმა ჩვენს ბლოგზე: http://eurovisiongeorgia.blogspot.com/ გახდება გამარჯვებული და ის იქნება ევროვიზიის ფან გვერდის სახე 1 წლის განმავლობაში.
*აუცილებელი პირობაა ფოტო იყოს შავ ან თეთრ ფონზე!

გისურვებთ წარმატებებს

Wednesday, March 11, 2015

Nina Sublatti - Warrior (ოფიციალური ვიდეო-კლიპი)


11 მარტს გამოვიდა ნინა სუბლატის სიმღერის - "Warrior" ოფიციალური ვიდეო კლიპი, რომელიც მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ნინა ამ სიმღერით საქართველოს წარადგენს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე.

ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს და გთხოვთ გააზიაროთ, რათა რაც შეიძლება ბევრმა მაყურებელმა ნახოს ის :)

არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ ჩვენი გვერდი:

https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaFanClub

Thursday, January 15, 2015

ნინა სუბლატი ევროვიზიის ერთ-ერთი ფავორიტია!


ზუსტად 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროვიზიის მონაწილე საერთაშორისო ჟიურისთან ერთად შეარჩია.
ევროვიზიის ფან-გვერდებზე და ბლოგებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნინა სუბლატის ნაციონალურ კონკურსში გამარჯვებას. სხვადასხვა ბლოგერები და კონკურსის მმდევრები უმეტესად დადებითად აფასებენ საქართველოს წარმომადგენელს და თითქმის ყველა TOP 5 ფავორიტს შორის ასახელებენ.

ნინას სიმღერას უკვე მოჰყვა მცირე სკანდალი. მისი სიმღერის სახელწოდებაა "Warrior" და ზუსტად იგივე სახელი აქვს მალტას წარმომადგენლის, ამბერის საკონკურსო სიმღერას, რაზეც ნინა სუბლატი განცხადებას ავრცელებს: "სახელს არ ვცვლით მეგობრებო 
smile emoticon მაგდაგვარ დათმობებზე არ მივდივართ! ასერომ ვაჩვენოთ, მალტასაც და სხვებსაც, რომ უფრო მეტი შეგვიძლია!".


ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ კონკურსანტს ევროვიზიაზე. თქვენ კი შეგიძლიათ შეაფასოთ ჩვენს გამოკითხვაში, რამდენად დიდია შანსი საქართველოს გამარჯვების ევროვიზია 2015-ზე!
:)






Wednesday, January 14, 2015

ნინა სუბლატის პირველი პოსტი გამარჯვების შემდეგ!



ნაციონალურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ნინა სუბლატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

ოოჰ ჩემო მეგობრებო! ახალი კულტურული სიახლეა საქართველოში: გავიგეთ ადამიანის ვინაობა, რომელიც ევროვიზიაზე წარგვადგენს. - და ეს ადამიანია ნინა სუბლატი! მადლობა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ჩემო კარგებო. სწორს იმიტომ არ ვეძახი, რომ ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა. უბრალოდ დიდ სიხარულთან ერთად და პირად სარგებელ და სიამოვნებასთან ერთად, ეს დიდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობას კი ბევრი ვერ იღებს. მადლობა ქართველო ხალხო, რომ ზედიზედ მეორედ მომანიჭეთ პირველობა! მადლობა, რომ 2 ძალიან დიდი პროექტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამირჩიეთ! ეს მართლაც რომ უზომო ნდობის გამოცხადებაა არტისტისთვის და ამდენი პატივი ნამდვილად ცოტას აქვს, თუმცა ამ ნდობას დამსახურებაც უნდა და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა! გაიხარეთ თქვენ 
heart emoticon ყველანაირ დეტალს სამომავლოდ გაგიმხელთ, ყველანაირად ვეცდები ჩემი იდეები განვახორციელო და პერფორმანსი სხვის იმედზე მიგდებული არ მექნება! მადლობა დიდი heart emoticon heart emoticon heart emotico

ევროვიზია 2015-ზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს!



საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მერვედ იღებს მონაწილეობას.
წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ყველაზე გამჭვირვალე შიდა შესარჩევი კონკურსი ჩაატარა, სადაც 5 შემსრულებელი მონაწილეობდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამარჯვებულის შერჩევა მოხდა მაყურებელთა ხმის მიცემის საშუალებითა და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ჟიურის ქულების გაერთიანებით.
შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გახდა ნინა სუბლატი, სიმღერით "Warrior".
ნინა მაისში გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს.
ფინალურ შოუზე ჟიურის ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
ნინა სუბლატი - 21 ქულა
მიშა სულუხია - 19 ქულა
ეთერ ბერიაშვილი - 15 ქულა
ჯგუფი "ნიუტონი" - 13 ქულა
ედვარდ მეისონი - 7 ქულა

მაყურებელთა ხმები:
ნინა სუბლატი - 38,1%
ჯგუფი "ნიუტონი" - 31,9%
ეთერ ბერიაშვილი - 14%
მიშა სულუხია - 10%
ედვარდ მეისონი - 5,9%




Sunday, March 18, 2012

ანრი ჯოხაძეს ევროფესტივალზე ბექ ვოკალისტობას ცნობილი ქართველი მომღერლები გაუწევენ

ანრი ჯოხაძეს 2012 წლის ევროფესტივალზე ბექ ვოკალისტობას ცნობილი ქართველი მომღერლები გაუწევენ.

2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, მაყურებელი ვერიკო ტურაშვილს, ნინო ძოწენიძეს,ნინი შერმადინს შეაფასებს,ასევე სცენაზე ანრი ჯოხაძის და - მაგდა ჯოხაძეც გამოვა.

ნინო ძოწენიძე
დაიბადა 1980 წლის 24 აპრილს ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა #1 სამუსიკო სკოლა, სპეციალობით ვიოლინო. პარალელურად მღეროდა გოგონათა კვარტეტში „ტეტრაკორდი“, რომელიც არის მრავალი კონკურსის ლაურეატი.
1998 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში კულტუროლოგიის ფაკულტეტზე, პარალეურად მღეროდა გოგონათა კვარტეტში.
8 წელია დაიწყო სოლო კარიერა, ჩაწერილი აქვს ერთი ალბომი. გადაღებული აქვს 10-მდე კლიპი. ჰყავს საკუთარი ბენდი.

მაგდა ჯოხაძე
დაიბადა 1976 წლის 7 ივნისს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნების აკადემიაში ვოკალის სპეციალობით. 2009 წელს თავის ძმა ანრი ჯოხაძესთან ერთად მოლდოვაში მონაწილეობა მიიღო დუეტების საერთაშორისო კონკურსზე GOLDEN WINGS - 3 პრემია. იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ნინი შერმადინი
დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლა, ასევე მე-10 მუსიკალური ათწლედი, საფორტეპიანო განხრით.
სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.
პირველად სცენაზე სამი წლის ასაკში გამოვიდა და ბავშვთა დაცვის დღეს მაყურებელმა პირველად შეაფასა.
„გაზაფხულის ზარები“ პირველი კონკურსი იყო, რომელშიც რვა წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიმსახურა.
იტალიაში “ევრო ფოლკის“ კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა. მონაწილეობდა რეალითი შოუებში: „ნუცას სკოლა“, „ჯეოსტარი“ და „იმედის ტალღა“.
საქართველოს სახელით „იურმალაზე“ ნინი შერმადინმა მეხუთე ადგილი და ჟიურის სიმპათია დაიმსახურა.
2009 წელს საბერძნეთში, პოპულარულ მუსიკალურ კონკურსში ,,X Factor“ მონაწილეობდა, სადაც ის 45 000 კონკურსანტს შორის , ჯერ 16 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, ხოლო შემდეგ მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
2011 წელს მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში.

ვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი ამჟამად მეორე ალბომზე მუშაობს, რომლის გამოშვებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ის პროფესიით მსახიობია. 3 წლის იყო, როცა ოჯახის წევრებმა მისი უნიკალური მუსიკალური მონაცემები შენიშნეს.
2002 წელს საერთაშორისო კონკურსზე „აზიის ხმა“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა.ჩაწერილი აქვს 5 კლიპი.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.

Tuesday, March 15, 2011

ჯგუფი “Eldrine” ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მე-9 ნომრად გამოვა


გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ჯგუფი “Eldrine” ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მე-9 ნომრად გამოვა.
ჯგუფი “Eldrine” 10 მაისს, პირველ ნახევარფინალზე იმღერებს.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
10 მაისი-I ნახევარფინალი
1. პოლონეთი
2. ნორვეგია
3. ალბანეთი
4. სომხეთი
5. თურქეთი
6. სერბეთი
7. რუსეთი
8. შვეიცარია
9. საქართველო
10. ფინეთი
11. მალტა
12. სან მარინო
13. ხორვატია
14. ისლანდია
15. უნგრეთი
16. პორტუგალია
17. ლიტვა
18. აზერბაიჯანი
19. საბერძნეთი
12 მაისი-II ნახევარფინალი
1. ბოსნია-ჰერცეგოვინა
2. ავსტრია
3. ნიდერლანდები
4. ბელგია
5. სლოვაკეთი
6. უკრაინა
7. მოლდოვა
8. შვედეთი
9. კვიპროსი
10. ბულგარეთი
11. მაკედონია
12. ისრაელი
13. სლოვენია
14. რუმინეთი
15. ესტონეთი
16. ბელარუსი
17. ლატვია
18. დანია
19. ირლანდია

14 მაისი-ფინალი
11. საფრანგეთი
12.იტალია
14. დიდი ბრიტანეთი
16.გერმანია
22. ესპანეთი

One More Day- ვიდეორგოლი